Tuesday, July 14, 2015

აფხაზეთი


ამ პოსტში წარმოგიდგენთ საქართველოს ერთ-ერთ უმშვენიერეს კუთხეს აფხაზეთს.

   აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა (აფხ. Аҧснытәи Автономтәи Республика) ფართობი 8,7 ათასი კვადრატული კმ შედის საქართველოს შემადგენლობაში ავტონომია შეიქმნა 1921 წლის 4 მარტს როგორც ( აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა ) 1990 წლიდან ,, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა,, მოიცავს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციების აფხაზეთის და სამეგრელოს ( გალის რაიონის ) ტერიტორიას , 2008 წლის აგვისტოს ომამდე, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციის ქვეშ იყო გულრიფშის მუნიციპალიტეტის აჟარის სასოფლო თემის ტერიტორია (23 სოფელი), ე.წ. კოდორის ხეობა. ამ ტერიტორიაზე 1998-2004 წლებში მოქმედებდა საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის მმართველობა. . 1992-93 წლების კონფლიქტამდე აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში შედიოდა შემდეგი ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეულები:

1. დედაქალაქი სოხუმი


2.გაგრის მუნიციპალიტეტი


3.გალის მუნიციპალიტეტი


4.გუდაუთის მუნიციპალიტეტი


5.გულრიფშის მუნიციპალიტეტი


6.ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი


   1992 წელს სეპარატისტულმა ხელისუფლებამ განახორციელა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული „რეფორმა“, რის შედეგადაც ოჩამჩირისა და გალის მუნიციპალიტეტების ტერიტორიების ნაწილის ხარჯზე შექმნა ტყვარჩელის მუნიციპალიტეტი. აფხაზეთი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა, რომელსაც უკავია დღეს მდინარე ენგურსა და მდინარე ფსოუს შორის მდებარე ტერიტორია. იგი რამდენიმე ისტორიულ ოლქს აერთიანებს: საძენი, ბზიფი, გუმა, აბჟუა, სამურზაყანო და წაბალ-დალი. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური აფხაზეთი სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა ტერიტორიის მომცველი იყო და მისი საზღვრები არასდროს ემთხვეოდა ეთნიკურ აფხაზეთს, ე.ი. აფხაზური ტომებით დასახლებულ მიწებს.


აფსნი, აფხაზეთის სახელწოდება აფხაზურ ენაზე.
ანტიკური ეპოქის დასაწყისისათვის დასავლეთ საქართველოში ყალიბდება კოლხეთის სამეფო, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიასაც მოიცავს. ძვ. წ. VI-V სს-ში აქაური დასახლებების ბაზაზე წარმოიქმნა ძველბერძნული ახალშენები: დიოსკურია, გიენოსი, ტრიგლიტი, პიტიუნტი და სხვები. ძვ. წ. I ს-ში კოლხეთის სამეფო დასუსტდა და დაიშალა. ამის შედეგად აფხაზეთის ტერიტორიაზე აფსილების, აბაზგების და სანიგების სამთავროები წარმოიქმნა, ხოლო მთიან ზონაში – მისიმიანთა სვანური გაერთიანება. III-IV სს-ში ჩამოყალიბდა ლაზთა სამეფო, რომელმაც თავისი ძალაუფლების ქვეშ მთელ კოლხეთთან ერთად გააერთიანა აფხაზეთის ტერიტორიაც. V-VI სს-ში აფხაზურმა ტომებმა დასავლეთით გადაინაცვლეს. ამ პერიოდში ლაზიკის საზღვარი თანამედროვე სოჭის ჩრდილოეთით გადიოდა.
VIII ს-ში ჩამოყალიბდა აფხაზეთის სამთავრო, რომელმაც გააერთიანა მთელი დასავლეთ საქართველო. ახალ პოლიტიკურ ერთეულს “აფხაზთა სამეფო” ეწოდებოდა და დედაქალაქი ქუთაისში ჰქონდა. IX-((X)) სს-ში აფხაზეთი ერთიანი ქართული სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა საერისთავოს სახით. საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ, XVII ს-ის დასაწყისში შეიქმნა აფხაზეთის დამოუკიდებელი სამთავრო, რომელიც XVII -XVIII სს-ში ფორმალურად იმერეთის სამეფოში შედიოდა.
1810 წელს აფხაზეთის მთავარმა რუსეთის მფარველობა მიიღო. აფხაზეთის ტერიტორია 1864 წელს ანექსირებულ იქნა რუსეთის იმპერიის მიერ, რომელმაც გააუქმა აფხაზეთის სამთავრო და მას სოხუმის ოკრუგი უწოდა. 1918-21 წლებში აფხაზეთი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაშია. 1921 წლის 4 მარტს შეიქმნა აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა (სსრ), რომელიც სამოკავშირეო ხელშეკრულებით დაუკავშირდა საქართველოს სსრ–ს. 1931 წელს იგი გარდაიქმნა ავტონომიურ რესპუბლიკად ასსრ–ს სტატუსით. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ეწოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა. 1992-1993 წლების კონფლიქტის შემდეგ ფაქტობრივად ოკუპირებულია რუსეთის მიერ და იმართება სეპარატისტული რეჟიმის მიერ.

აფხაზეთი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე




 აფხაზეთი საქართველოს უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთში მდებარეობს.მისი ჩრდილოეთი საზღვარი კავკასიონის მთავარი ქედია, სამხრეთის კი შავი ზღვა, რაც განსაკუთრებულ კლიმატს განაპირობებს.
      აფხაზეთის მრავალფეროვანი ბუნება,კარგი ამინდი და შავიზღვისპირა კურორტები ყოველთვის იზიდავდა ტურისტებს,თუმცა გასული საუკუნის ბოლოს წარმოქმნილი კონფლიქტის გამო მათი რიცხვი მკვეთრად შემცირდა.აფხაზეთის ტერიტორიაზე ჯერ კიდევაა შემორჩენილი უმიკალური ენდემური მცენარეები.მათი დაცვის მიზნით შექმნილია რიწის,ბიჭვინთის,გუმისთის,მიუსერისა და ფსხუს ნაკრძალები.გუმისთისა და კელასურის ქვემო დინებების შორის მოქცეულ ვაკეზე მდებარეობს ულამაზესი ქალაქი სოხუმი, აფხაზეთის დედაქალაქი.

ქვის უძველესი ნაგებობები

   აფხაზეთის ტერიტორიაზე ბევრგანაა შემორჩენილი ბრინჯაოს ხანის დოლმენები,რომლებიც,მეცნიერთა აზრით,ბელადების სამარხები იყო.ეშერაში აღმოჩენილია ძვ.წII ათასწლეულის ორი კრომლეხიც-წრიულად განლაგებული უზარმაზარი ლოდები.სავარაუდოდ ჰქონდა კრომლეხებს სარიტუალო დანიშნულება ჰქონდა და მზის ტაძარს წარმოადგენდა.მსოფლიოში ყველაზე ცნობილი კრომლეხი სამხრეთი ინგლიში მდებარე სთოუნჰენჯია.






   ანაკოფია VII ს-დან მე-XIII ს-მდე ციხე-ქალაქი იყო სოხუმთან ახლოს, ივერიის მთაზე, დღევანდელი ახალი ათონის ტერიტორიაზე. წერილობით წყაროებში ის პირველად მე-13 საუკუნეში, მურვან-ყრუს შემოსევების დროს გვხვდება. ანტიკური ტაძრის და ძველი ციხესიმაგრის ნანგრევები დღემდეა შემორჩენილი. 1875წელს ათონის მთის ძირას, ძველი ანაკოფიის ადგილას ახალი ათონის მონასტერი დაარსდა. ის შავიზრვისპირა უდიდესი საეკლესიო ცენტრი იყო 1924 წლამდე, სანამ საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ არ გააუქმა. დღეს აქ სამონასტრო ცხოვრება კვლავ აღდგენილია.

   აფხაზეთში,შავი ზღვის სანაპიროსთან ბერძენმა ანტიკურ ხანაში ბევრი ქალაქი დააარსეს. ყველაზე ცნობილია დიოსკურია (ახლანდელი სოხუმი) რომლის ნაწილი დროთა განმავლობაში წყალმა დაფარა. მე-20 საუკუნის 50-იან წლებში არქეოლოგებმა სანაპიროსთან შავი ზღვის ფსკერის შესწავლა დაიწყეს და მრავალი საინტერესო ნივთი აღმოაჩუნეს, მათ შორის თიხის ჭურჭელი, დიოსკურიის მონეტები ძვ.წ V საუკუნის დროინდელი ქალებისა და ბავშვების გამოსახულებით.

   აფხაზეთი მიწისქვეშა მდინარეებითა და მღვიმეებითაა განთქმული. ესენია: ახალი ათონის, აბრსკილის, შაქურიანის და ცივი მღვიმეები. ძალიან ლამაზია გუდაუთას რაიონში ზღვის დონიდან 1950 მეტრზე მდებარე კარსტული უფსრკული, რომელიც ერთ-ერთი უღრმესია მსოფლიოში. სპელეოლოგებმა ჯერჯერობით მხოლოდ1335 მეტრზე სიღრმემდე ჩააღწიეს. მისი ზედა ნაწილი ზამთარ-ზაფხულის თოვლითა და ყინულითაა დაფარული, რის გამოც ბუნების ამ საოცრებას თოვლიან უბსკრულს ეძახიან.

  ბიჭვინთა ერთ-ერთი საუკეთესო კურორტია შავი ზღვის სანაპიროზე. ქვიშიანი პლაჟები, კარგი კლიმატი, განსაკუთრებით სუფთა ზღვა და ლამაზი ბუნება ყოველთვის დიდი რაოდენობით ტურისტს იზიდავდა. განსაკუთრებულ ხიბლს ბიჭვინთას რელიქტური ანუ უძველესი ფიჭვის ტყე ანიჭებს, რომელიც აქ პლაჟიდან სულ რამდენიმე მეტრში იწყება. ამ ადგილის როგორც ქართული, ასევე ბერძნული სახელი პოსიუნტი ფიჭვისგან მომდინარეობს.

იმედია აფხაზეთი მალე ისევ დაგვიბრუნდება